ამიერიდან კარგად ვიცი, როგორ მოვიქცე სტადიონზე.

უფრო სწორად, ვიცი, რა არის საჭირო იმისთვის, რომ გუნდმა ქომაგის მხარდაჭერა იგრძნოს.

ამისათვის უპირველესად ის არის საჭირო, რომ ქომაგმა ანალიტიკოსობას არ მიჰყოს ხელი და საყვარელი გუნდის ავ-კარგის გარჩევას სტადიონზევე, თამაშის მსოვლეობისას არ მოჰყვეს. სტადიონზე გუნდს მხარდაჭერა უფრო სჭირდება, ვიდრე ანალიზი და კომენტარი.

რახან გულშემატკივარი ანალიტიკოსობას შეეშვება, ამით ნახევარი საქმე მოთავებული იქნება. მეორე უმთავრესი რამ, რაც ჩვენს ქომაგთა შორის უნდა დაინერგოს, ის არის, რომ კაცმა უნდა შეიგნოს: საყვარელი გუნდის ფეხბურთელის გინება ოფსაიდის, ან წახდენილი მომენტის გამო, რბილად რომ ვთქვათ, სირცხვილია.

England בטוויטר: "#OnThisDay in 1997, Teddy Sheringham and ...გუნდი გიყვარს და ფეხბურთელი არა? ფეხბურთელი შენგან მხარდაჭერას ელის. შენ კი მხოლოდ მაშინ შემოჰკრავ ტაშს, როცა გუნდი გოლს გაიტანს, ან ორი ბურთით მაინც იგებს. საქართველოს ნაკრებს საყვედურობენ ხოლმე, უკანდახეულად ირჯება და სითამამე აკლიაო. საქართველოს ნაკრები ზუსტად იმგვარად ირჯება მოედანზე, როგორც სტადიონი ამხნევებს.

ესეც არ იყოს, ფეხბურთელი გამუდმებით უნდა გრძნობდეს ზურგსუკან ვიღაცას. ლონდონში ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა მითხრა, „დინამოს“ სტადიონზე მეკარეს რომ ბურთს ვუბრუნებ, მისტვენენ, არადა ეს ბოლო პასი, ფაქტიურად ახალი შეტევის დასაწყისია და სხვა არაფერი.

მესამე ის არის, რომ საყვარელ გუნდს გამარჯვებისთვის მწვრთნელებთან ერთად ქომაგებიც განაწყობენ. აი, მაგალითად, უემბლიზე…

ძალიან არ მინდოდა მეხსენებინა ეს სიტყვა, იმიტომ რომ ვინმე მაინც იტყვის, აგე წავიდა, ჩამოვიდა, გაიფხორა და ჭკუას გვასწავლისო, თანაც, ჩვენ ხომ ინგლისელ გულშემატკივრებს ხულიგნებად ვთვლით.

მაგრამ მაინც ვიტყვი:

„უემბლის“ ტრიბუნებზე ყველაზე მთვრალმა, ყველაზე კისერაპარსულმა, ყველაზე სვირინგიანმა და საყურიანმა ფანმაც ფრიადზე იცის, როგორ, რა დროს და რანაირად შეუძახოს თავის გუნდს, ჩვენ გოლს ველოდებით, მათ კი თავისი წილი უდევთ გოლებში.

გარეუბან ჩარლტონში, ველის პატარა სტადიონზე საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფრე გამოგლიჯა მასპინძლებს. ინგლისელებმა არცთუ შინაარსიანად ითამაშეკს, მაგრამ ჩარლტონელ ქომაგებს ერთი FUCK რაა, ისიც არ წამოცდენიათ – თამაში COME ON, COME ON-ის ძახილსა და სიმღერაში გალიეს.

ესაც არ იყოს და იქაური გულშემატკივარი უფრო თამაშს აქცევს ყურადღებას, ვიდრე იქედან გამომდინარე ამბებს. იმავ ჩარლტონურ მატჩში იყო მომენტი, როცა ინგლისელებმა ჯარიმა ჩამოაწოდეს ჩვენს საჯარიმოში და ბურთი ქართველ მცველს მოხვდა ხელზე. მსაჯმა პენალტი ვერ დაინახა და თამაში განაგრძეთო ანიშნა, სტადიონმა ამოიგმინა – ეს იყო და ეს, მერე კი “ENGLAND, ENGLAND”-ის ძახილს მოჰყვა, რათა უპენალტოდ დარჩენილი თანამემამულეები გაემხნევებინათ.

სანამ კომუნისტების ქვეყანაში ვცხოვრობდით, მე პირადად მეგონა, რომ ფეხბურთსაც კარგად ვთამაშობდით და გულშემატკივრობა-გუგუნში საერთოდ არ გვყავდა ბადალი. ახლა კი მგონია, რომ რახან ჩვენი გუნდების ნაკლს ვხედავთ, საერთაშორისო გულშემატკივრობის ანბანიც უნდა ვისწავლოთ.

თორემ, მოედანზე მყოფთ რომ ვუწუნებთ სითამამეს და ცოდნას, ცოტაოდენი ოფლი ჩვენც უნდა დავღვაროთ. წინ მოლდოვებელთან და პოლონელებთან მატჩებია, ნუთუ არ მოელით ქართველთა გოლებს? ერთად უნდა გავიტანოთ ამ ციკლის პირველი გოლი.

10.05.1997

წილი
წინა სტატიამოგატყუეთ!
შემდეგი სტატიაზიდანი ალჟირის ნაკრებში
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.