პრემიერლიგის შეფები შეწყვეტილი სეზონის დამთავრებას ივლისის ბოლოს აპირებენ. უეფასა და სხვა ეროვნული ფედერაციების წარმომადგენლებთან ვიდეოთათბირისას მათ ბოლო დღედ 31 ივლისი ახსენეს.
ეს გადაწყვეტილება, შეთანხმება თუ თარიღი უეფას საშუალებას მისცემს ევროთასები აგვისტოში ჩაატაროს.
თავის მხრივ, ბრიტანეთის ხელისუფლებამ, კერძოდ კი კულტურის მინისტრმა ოლივერ დაუდენმა ფეხბურთის ბოსებს რჩევა მისცა, როდესაც შეწყვეტილ სეზონს განაახლებთ, ხალხს ტელერეპორტაჟებში ფულს ნუ გადაახდევინებთო.
ინგლისის სახეფხურთო ლიგის ანუ ქვედა დივიზიონების გუნდები კი თავ-თავიანთი ლიგებიდან სამ-სამნი უნდა აღზევდნენ და გავარდნენ; იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი ჩემპიონატები აღარ განახლდება.
ამრიგად, შეთანხმება, რომელსაც უეფას მხრიდან მისი პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი ემხრობა და ევროპის ლიგების გამართიანებელი ე.წ. ქოლგა ჯგუფიც უჭერს მხარს, „ბებერი კონტინენტის” ქვეყნებს აძალებს სეზონი ივნისის შუიდან გააგრძელონ.
ევროპული ლიგების შეფმა, პრემიერლიგის თავმჯდომარის რიჩარდ მასტერსის თანამოაზრემ, ლარს კრისტერ ოლსონმა დაადასტურა: „გეგმა ასეთია: გვინდა ეროვნული ჩემპიონატები ივლისის ბოლოსთვის დავასრულოთ და მერე, აგვისტოში, ევროთასების შეწყვეტილ გათამაშებებს მივხედოთ.
დარწმუნებულები ვართ, რომ ეს სრულიად შესაძლებელია. მითუფრო, რომ თამაშებს მაყურებლის გარეშე ჩავატარებთ.
თავის მხრივ, უეფამაც გარკვეული მოქნილობა უნდა გამოიჩინოს”.
პრემიერლიგის 20 კლუბის მომდევნო კრება 1 მაისს არის დაგეგმილი. მათ უნდათ ვარჯიში მაისის შუაში განაახლონ, ხოლო სეზონის დაწყებას 8 ივნისს ფიქრობენ.
დღეს, გერმანულმა კლუბებმაც უნდა ითათბირონ. გერმანელები, რომლებიც მარტში, შეწყვეტილი ჩემპიონატის ცხრილის საბოლოოდ გამოცხადებას აპირებდნენ, ახლა მაისში ლამობენ სეზონის განახლებას. ცხადია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო წინააღმდეგია.
ჰოლანდიის პრემიერ მინისტრ მარკ რუტეს თავის ქვეყანაში სექტებმრამდე ბურთის გორება აკრძალული აქვს, ფრანგები კი 17 ივნისიდან 25 ივლისამდე აპირებენ ზედა ორი დივიზიონის ამოქმედებას.