უეფას პრეზიდენტს სამშობლოში აკრიტიკებენ. ალექსანდერ ჩეფერინის საქმიანობით სლოვენიის პრემიერ-მინისტრი იანეშ იანშაა უკმაყოფილო.
„ის, რომ ფეხბურთი პანდემიის გამოცხადებიდან მხოლოდ 2 დღის შემდეგ შეწყდა, უპასუხისმგებლო და დანაშაულია. ჩეფერინიმ დაუშვა, რომ ჩემპიონთა ლიგის „ატალანტა“ – „ვალენსიას“ მატჩი ჩატარებულიყო, რაც საბოლოოდ ბიოლოგიური ბომბი გამოდგა. უეფამ არ გაითვალისწინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მითითებები, თუმცა რა გასაკვირია, მათ ხომ მხოლოდ ფული ადარდებთ,”- თქვა სლოვენიის მთავრობის მეთაურმა.
19 თებერვალს, მაშინ, როცა ევროპაში კორონავირუსი ძალას იკრებდა, იტალიაში და მილანში, „ატალანტასა“ და „ვალენსიას“ მატჩი შედგა. მედიკოსები ამტკიცებენ, რომ ლომბარდიასა და მიმდებარე რეგიონებში ეპიდაფეთქების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, სწორედ ჩემპიონთა ლიგის ეს მერვედფინალური მატჩი გახლდათ.
საბოლოოდ, ორმატჩიან დუელში გამარჯვებული იტალიელები გამოვიდნენ და ისტორიაში პირველად მეოთხედფინალსაც უწიეს.