„კარიერაში ბევრი დიდებული მწვრთნელი მყოლია, მათ შორის მამაჩემი და ბიძაჩემი, რომლებიც დღეს ჩემს გვერდით აღარ არიან. მათი გარდაცვალების შემდეგ, გადავწყვიტე სხვებს დავხმარებოდი, ისევე, როგორც ისინი მეხმარებოდნენ მე მთელი კარიერის განმავლობაში,“- ამბობს კრივის დაუმარცხებელი ლეგენდა ფლოიდ მეივეზერი.
ვეტერანი ამერიკელი სამწვრთნელო კარიერის დაწყებას გეგმავს და გვპირდება რომ ამ საქმეში უბადლოც იქნება.
„დღეს ჩემს 14 წლის ძმისშვილი პირველად ვავარჯიშე, მას აქამდე კრივში გამოცდილება არ ჰქონია. მწვრთნელის სტატუსით ეს ჩემი მეორე ვარჯიში იყო, პირველად პარტნიორობა ჩემმა ვაჟმა გამიწია. კარანტინმა საშუალება მომცა მეფიქრა იმაზე, თუ როგორ უნდა შეცვალო ადამიანების ცხოვრება და დავეხმარო მათ დასახული მიზნების მიღწევაში. ნამდვილ მწვრთნელს ყველაზე მეტად სურს მისი მებრძოლის წარმატება. ამ საქმეში ჯერ ძალიან პატარა ვარ, რადგან მთელი კარიერა მეორე მხარეს ვიდექი. ერთი რამ ზუსტად ვიცი, მინდა დავეხმარო სხვა ადამიანებს გამარჯვებაში და წარმატების მიღწევაში. გპირდებით, მე შევცვლი მსოფლიოს და ვიქნები ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი პლანეტაზე,” – ამბობს მეივეზერი.
პროფესიონალურ კარიერაში მეივეზერს 50 ბრძოლა აქვს ჩატარებული და ყველა მოგებული…
წილი
წინა სტატიაკრესპოს მესი
შემდეგი სტატიაგერმანიის 9 მაისობა
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...