ბელგიის ჩემპიონატი დამთავრდა – გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას გენტი ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს… ასე გადაწყვიტეს კორონავირუსის გამო.
უეფა ევროტურნირებზე არ დაუშვებს იმ ქვეყნის კლუბებს, რომელი ქვეყნებიც ჩემპიონატში ადგილებს არ გადაანაწილებენ, არც ჩემპიონს გამოავლენენ, არ მეორეადგილოსანს და ასე შემდეგ… ბელგიის ფეხბურთის ფედერაცია კი დიდი ალბათობით, უახლეოს დღეებში ჩემპიონად გამოაცხადებს ლიდერ ბრიუგეს, ხოლო მეორეადგილოსნად გენტს აღიარებს, რაც თავისთავად ლიგის საგზურს ნიშნავს.
შარლერუა პირდაპირ მოხვდება ევროპა ლიგის ჯგუფში, ხოლო ანტვერპენსა და სტანდარდს ფლეი ოფში მოუწევთ ბრძოლა ჯგუფში შესასვლელად. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ანდერლეხტი კი მშრალზე დარჩება.
ქაღალდზე ეს კარგია გენტისთვის, მაგრამ ცუდია ფეხბურთელების ფორმისთვის…