მსოფლიოს ყოფილმა აბსოლუტურმა ჩემპიონმა მძიმეწონოსანმა მაიკ ტაისონმა კიდევ ერთხელ „მოახერხა“ ყურადღების ცენტრში მოხვედრა.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ მაიკმა სამი ბენგალური ვეფხვი იყიდა, რომლებიც მის ეზოში ბინადრობენ. ერთ-ერთმა ვეფხვმა კი ქალბატონს ხელი მოაჭამა.

„აპირებდნენ, ჩემთვის სასამართლოში ეჩივლათ, მაგრამ გაირკვა, რომ ეს ქალბატონი თავად გადმოძვრა ღობეზე და ვეფხვებთან თამაში გადაწყვიტა. ამის შემდეგ ბრალდებაზე უარი განაცხადეს, თუმცა დასახიჩრებულ ქალბატონს 250 ათასი დოლარი კომპენსაცია მაინც გადავუხადე,“ – განაცხადა „რკინის მაიკმა.“

წილი
წინა სტატიაგასახდელთან შხამიანი არავინ უნდა იყოს!
შემდეგი სტატიანოიერი: მარტოობის 5 წელიწადი
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...