ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგკომიტეტის ხელმძღვანელმა ესირო მორიმ განაცხადა, რომ ოლიმპიური თამაშების გამართვის თარიღი საბოლოოდ დაზუსტდა.
გადაწყვეტილება მორიმ და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა სატელეფონო საუბრის შედეგად მიიღეს.
ესირო მორის ინფორმაციით, ოლიმპიადა ტოკიოში 2021 წლის 23 ივლისს გაიხსნება და 8 აგვისტოს დაიხურება.
24 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე შუალედში დაიგეგმა პარაოლიმპიური თამაშები.
მორის თქმით, თარიღები ბევრი ფაქტორის – კლიმატური პირობების, მაყურებლებისა და მოხალისეებისთვის მოხერხებულობის გათვალისწინებით შეირჩა.