იაპონიის სუმოს ასოციაციამ უცხოელ ფალავნებს ჯერჯერობით გაურკვეველი ვადით აუკრძალა ქვეყნის ფარგლების დატოვება. ამას გარდა, გაუქმდა საკმაოდ პოპულარული საჩვენებელი გამოსვლები, რომლებიც ბაშოებს შორის იმართება ხოლმე. ჯერჯერობით არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება მაისის ხაცუ ბაშოსთან დაკავშირებით. კარგ ვარიანტში, ტურნირი, ისევე როგორც მარტის ხაცუ ბაშო, უმაყურებლოდ გაიმართება, თუმცა არ არის გამორიცხული მისი საერთოდ გაუქმებაც.