საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა ჯონ კოუტსმა სპეციალური განცხადება გაავრცელა. მის კომიტეტს უშუალოდ ავალია თანამშრომლობა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტთან.. იაპონურ გაზეთ „იომიურისთან“ ინტერვიუში კოუტსმა ბრძანა, რომ ტოკიოს თამაშები 2021 წელს უიმბლდონისა (ივლისის დასაწყისი) და აშშ-ის ღია პირველობის (სექტემბრის დასაწყისი) საჩოგბურთო ტურნირებს შორის პერიოდში გაიმართება. ზუსტი თარიღი უახლოეს ოთხ კვირაში გახდება ცნობილი.