ვარსკვლავად ვერ ჩავთვლით, მაგრამ მისმა პერსონამ სერიოზული ხმაური კი გამოიწვია. 30 წლის ნიგერიელი ოდიონ იგალო „მანჩესტერ იუნაიტედში“ იჯარის წესით ბურთაობს და პირველ 8 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა. მანკუნიანელები მზად არიან იგალო 15 მილიონ გირვანქად გამოისყიდონ, თუმცა… ფეხბურთელის კონტრაქტი ჩინურ „შანხაი შენხუას“ ეკუთვნის, რომელმაც ცოტა ხნის წინ ფეხბურთელს კონტრაქტის 2 წლით გახანგრძლივება და ხელფასის თითქმის გაორმაგება – კვირაში 400 ათას გირვანქამდე გაზრდა შესთავაზა. წლიური 19 მილიონი ფუნტი მეტისმეტია და ეჭვიც ამან გააჩინა, რომ ჩინელები ოღრაშობენ. მოგეხსენებათ, როგორც წესი, იჯარით აყვანის ან გამოსყიდვის დროს ახალმა კლუბმა ფეხბურთელს ხელფასი უნდა შეუნარჩუნოს. და თუ „მანჩესტერი“ ასტრონომიულ ხელფასს დათანხმდება და იგალო ამ ბევრი მილიონიდან ცოტას „შანხაი შენხუას“ მიუციცქნის? ჯერ მტკიცებულება ნაკლებია, მაგრამ იგალო რომ რონალდო არაა, ესეც ფაქტია.
ვიმაიმუნოთ?
ოდიონ იგალო - პირველი კალიბრი