„ბარსელონა” კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული რთული პერიოდის გადალახვას ცდილობს. კლუბმა შეიმუშავა ფინანსური-სახელფასო გეგმა. „ბარსას”დირექტორატს ფეხბურთელებისთვის ეს გეგმა განსახილველად არ მიუცია, უბრალოდ გააცნო, როგორც გადაწყვეტილება.
ესპანეთის ჩემპიონს ზურგს ლა ლიგა უმაგრებს, რომელმაც ქვეყანაში კლუბებს ERTE-ს გამოყენების უფლება მისცა. რა არის ERTE? მარტივად და პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს არის ხელფასების შემცირების უფლება, სანამ კორონავირუსი მძვინვარებს. ჯერჯერობით, ERTE-ს მოქმედება 11 აპრილამდეა ძალაში, მაგრამ, სავარაუდოდ, გაახანგრძლივებენ.
„ბარსელონა” ხელფასებს 70 პროცენტით კვეცს!
ERTE შეეხებათ ფეხბურთელებს, კალათბურთელებს, ხელბურთელებს, ჰოკეისტებს და ფუტსალის მოთამაშეებს.
ცნობა აშკარად უსიამოვნოა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რამხელა ხელფასებს იღებდნენ „ბარსას” მოთამაშეები და იმასაც, რომ ოჯახების გამოკვების პრობლემა არც ჯამაგირის შეკვეცის შემდეგ, თუნდაც მარტო დარჩენილი 30%-ით დაუდგებათ, მათი მდგომარეობა ტრაგიკული ნამდვილად არ არის.