ინგლისური „ბრაიტონი“ საკუთარ მატჩებზე 1000 ბილეთს გაუნაწილებს ბრიტანეთის ჯანდაცვის ასოციაციის თანამშრომლებს და მათი ოჯახის წევრებს. ამით მათ სურთ გამოხატონ მადლიერება მედმუშაკების მიმართ და სხვა კლუბებსაც მოუწოდეს, გამოეხმაურონ წამოწყებას.

„ბრაიტონის“ წამოწყება უკვე აიტაცა „ბორნმუთმა“ და სასაჩუქრედ ისიც 1000 ბილეთს გამოყოფს. ბუნებრივია, კონკრეტულ შეხვედრებზე ჯერ საუბარი ნაადრევია და ეს მხოლოდ მომავალ სეზონში მოხდება.