მაშ ასე, ჯერ ადრე კია, მაგრამ შეგვიძლია გავემზადოთ: გადაწყდა, რომ საქართველო – ბელარუსის ფლეი ოფი 2 ივნისს შედგება. მატჩი 21 საათზე დაიწყება და ის ბილეთები იქნება ვარგისი, რომელიც ქომაგობას აქამდე ჰქონდა შეძენილი. 2 ივნისვე შედგება ერთა ლიგის D ჯფუფის მაკედონია – კოსოვოს მეორე ფლეი ოფი. შეგახსენებთ, ფინალში ამ ორ წყვილს შორის უკეთესი შეხვდება და მათგან გამარჯვებული ევროპის 2021 წლის ჩემპიონტზე ითამაშებს.

კორონავისურის პანდემიის გამო საქართველო – ბელარუსი, ისევე როგორც ყველაფერი, ამ რამდენიმე დღის წინ გადაიდო. ევროპის ჩემპიონატის ჩატარების თარიღი უეფამ გადადებისთანავე თუ გამოაცხადა და 2021 წლის 11 ივნისი-11ივლისი დაადგინა, ღია იყო ერთა ლიგის ფლეი ოფების გამართვის რიცხვი… ჰოდა, ახლა ეგეც ოფიციალურად ითქვა – 2 ივნისი, 21 საათი, „დინამო არენა“…

გავემზადოთ, მგონი აღარ გადაიდება…