შოტლანდიის პრემიერლიგის „ჰართსმა“ ფეხბურთელები და სრული პერსონალი გააფრთხილა, რომ კორონავირუსის პანდემიით განოწვეული პაუზის დროს, ხელფასების 50 პროცენტს ვერ მიიღებენ.
როგორც კლუბის პრეზიდენტი ენ ბადჯი აცხადებს, იძულებითმა პაუზამ მათი ბიუჯეტი მილიონი გირვანქით აზარალა. კლუბმა დაკარგა სატელევიზიო უფლებებისა და მატჩებზე დასააწრები ბილეთების გაყიდვებით დაგეგმილი თანხა.
„ნებისმიერ ფეხბურთელს, რომელიც ხელფასის განახევრებით უკმაყოფილოა და კლუბის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, შეუძლია კლუბი დატოვოს,“ – დასძინა ბადჯიმ.
„ჰართსი“ 30 ტურის შემდეგ დაგროვილი 23 ქულით ბოლო ადგილზეა.