კარინ ბრეიდი

ლარს კრისტერ ოლსენი შვედი კაცია, რომელიც 2007 წლამდე უეფას აღმასრულებელ კომიტეტს უძღოდა, ახლა კი ევროპის წამყვანი ლიგების (მათ რიცხვში პრემიერლიგის, ბუნდესლიგისა და ლა ლიგის) გაერთიანებას უდგას სათავეში. ის ამბობს, რომ შეწყვეტილი ჩემპიონატები აუცილებლად უნდა დასრულდეს!

მან აგრეთვე მიმართა ისეთ მსხვილ ტელემაუწყებლებს, როგორებიც არიან Sky და BT. ოლსენი მათ ფინანსურ ზარალზე წასვლისა და ამით მსოფლიო ფეხბურთის გადარჩენისკენ მოუწოდებს.

მოგეხსენებათ, უეფას შეფებმა დღეს უნდა გამართონ ვიდეოკონფერენცია, სადაც გადაწყვეტენ, რა ბედი ეწევა კორონავირუსის მიერ შეწყვეტილ სეზონს.

„პრიორიტეტი უნდა იყოს მხოლოდ ერთი: შეჯიბრებები უნდა დასრულდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ განვსაზღვრავთ, თუ რომელმა კლუბებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა მომდევნო სეზონის ევროთასებზე” — ბრძანა ოლსენმა.

გარკვეული გაგებით, ჩინოვნიკის გამოსვლა იყო პასუხი „ვესტ ჰემის” ვიცე-თავმჯდომარის კარინ ბრეიდის გუშინდელ განცხადებაზე, რომ პრემიერლიგის სეზონი დასრულებულად და განულებულად უნდა გამოცხადდეს.

ოლსენი: „ზოგ ქვეყანაში ამბობენ, რომ თუ სეზონს შუაში შევწყვეტთ, ჩემპიონები და ლიგიდან გავარდნილები ვერ გვეყოლება. ამასთან აუცილებელია ამუშავდეს ფინანსური დასჯის პრინციპი, რადგან თამაშების რაოდენობა მედია-კონტრაქტებისთვის უმნიშვნელოვანესია. თამაშები ბოლომდე უნდა ჩატარდეს. მაგრამ, თუ სეზონი მაინც შეწყდება, მაშინ მსხვერპლის გაღება ყველას მოუწევს, მათ რიცხვში ტრანსლაციის უფლებათა პატრონებსაც”.

პრემიერლიგის აღმასრულებელი შეფი რიჩარდ მასტერსი იქნება პირველ სამ ჩინოვნიკს შორის, რომლებიც დღეს უეფას პრეზიდენტს ალექსანდერ ჩეფერინს დაელაპარაკებიან.

რამდენადაც ცნობილია, ჩეფერინს ევრო 2020-ის გადადება აქვს განზრახული.