ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, ზიკომ, თავის ინსტაგრამის გვერდზე დაწერა, რომ კორონავირუსის თაობაზე ტესტი ჩაიტარა, რომელმაც უარყოფითი შედეგი აჩვენა.

„საქმე ის არის, რომ რამდენიმე დღის წინათ, ჩემს მეგობარს, „ფლამენგოს“ ვიცე-პრეზიდენტ მაურუსიო გომეშ დე მატოშს შევხვდი, რომელსაც შემდეგ კორონავირუსი აღმოაჩნდა. ამიტომ ტესტი გავიარე. შედეგი, საბედნიეროდ, უარყოფითი აღმოჩნდა. ამან დამაწყნარა.

მოუწოდებ ყველას, ვიყოთ ფხიზლად და მედიკოსების მიერ დადგენილი რეკომენდაციები დავიცვათ,“ – წერს ზიკო.