„ვალენსიამ” ოფიციალური განცხადება გაავრცელა:
„მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის 19 თებერვალს, მილანში, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შემდეგ კლუბმა მკაცრი ზომები მიიღო — მილანი კი იმ გეოგრაფიულ რეგიონშია, რომელიც იტალიის ხელისუფლებამ ამ თამაშიდან ორიოდ დღის შემდეგ მაღალი რისკის ზონად გამოაცხადა — და ფეხბურთელები გულშემატკივრებსა და „ვალენსიას” სხვა თანამშრომლებს დააშორა, ბოლო გამოკვლევებმა გვაჩვენა, რომ კორონავირუსის ტესტზე შემოწმებულთა 35 პროცენტის პასუხი დადებითია”.
„ვალენსიას” წევრებისთვის უცნაური ის იყო, რომ არც ერთი მათგანი თავს ცუდად არ გრძნობდა. მათი თვითშეგრძნების მიხედვით, ისინი სრულიად ჯანმრთელები იყვნენ.
ვალენსიელთაგან COVID 19 სჭირთ როგორც ფეხბურთელებს ასევე სამწვრთნელო შტაბის წევრებს.