ჯანო ანანიძე კვიპროსზე, ანორთოზისში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას მოსკოვის სპარტაკიდან გადაბარგდა. თემურ ქეცბაიას გუნდის რიგებში მან სულ შვიდჯერ ითამაშა და… დაშავდა… თან რა დროს…

ჯანომ ვარჯიშზე მუხლის ჯვარედინი იოგები დაიზიანა და თვენახევარი მოუწევს დასვენება, რაც ნიშნავს, რომ ის საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის ნახევარფინალში, 26 მარტს ბელარუსთან ვერ ითამაშებს

სიტყვამ მოიტანა და, საქართველო – ბელარუსის მატჩი შესაძლოა გადაიდოს, ან უმაყურებლოდ ჩატარდეს. მეორე ნახევრაფინალის ამბავი კი უკვე გადაწყდა, მაკედონია კოსოვოს ცარიელი ტრიბუნებით დაუხვდება.