მეორე ტურის მთავარმა მატჩმა, რომელშიც ერთმანეთს ჩემპიონობის თეორიული კანდიდატები ხვდებოდნენ, არ გაამართლა. თბილისის და ბათუმის „დინამოების“ შეხვედრა ცოტა უფრო მძაფრი და ჟინიანი წარმოგვედგინა, ერთმანეთს ხომ წინა სეზონის ჩემპიონ-ვიცეჩემპიონი ხვდებოდნენ.

მაგრამ ნუ განვსჯით მკაცრად, სეზონი ჯერ მხოლოდ იწყება და ყველაფერი წინ არის. პლუსი ის არის, რომ პირველი ტურისგან განსხვავებით, მეტოქეებმა გოლების გატანა მოახერხეს. ბათუმელთაგან თავი ჯაბა ჯიღაურმა გამოიჩინა, თბილისელთაგან პენალტი ზუსტად დაარტყა ნიკა ნინუამ.

ორი ტურის შემდეგ ჩემპიონობის მთავარ მაძიებლებს გამარჯვების გრაფაში ნულები უწერიათ.

მშვენივრად დაიწყეს სეზონი „ლოკომოტივმა“ და მათმა ლიდერმა ირაკლი სიხარულიძემ. „რკინიგზელებმა“ მეორე შეხვედრაც მოიგეს და 6 ქულით გათამაშების ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობენ. ირაკლიმ კი ზედიზედ მეორე მატჩში შეასრულა დუბლი და 4 გოლით ბომბადირთა დავას უდგას სათავეში.

ისტორიული გოლი გაიტანა „დილასთან“ თელაველმა ირაკლი რუხაძემ (პენალტით). ეს ხომ სიმპათიური კახური გუნდის პირველი გოლი გახლდათ ეროვნულ ლიგაში.

ცუდად დაიწყეს სეზონი იმერულმა გუნდებმა. „ტორპედო“ და „ჩიხურა“ მეორე ტურშიც დამარცხდნენ და თუ ქუთაისელების ამბავი გასაგებია, ახალი შეკოწიწებულია გუნდი, საჩხერელებს აშკარად დააკლდათ სოსო ფრუიძის ხელი.

ჩიხურა 1:3 ლოკომოტივი

1:0 კორიფაძე (30 პენ), 1:1, 1:2 სიხარულიძე (36, 53 პენ), 1:3 მაჩაიძე (74 საკ. კარში)

სამტრედია 1:0 ტორპედო

1:0 ყურბანოვი (13 პენ)

მერანი 0:0 საბურთალო

თელავი 1:1 დილა

1:0 რუხაძე (30 პენ), 1:1 სპანდერაშვილი (89)

გაძევება: იენდეუნტი (64 დილა)

დინამო 1:1 ბათუმი

0:1 ჯიღაური (50), 1:1 ნინუა (55 პენ)

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ბათუმი362112373:2775
დინამო36217859:2870
დილა361710948:3561
საბურთალო361512952:4057
ლოკომოტივი361581357:5953
თელავი361281635:5344
სამგურალი369141334:4641
ტორპედო369131438:4440
შუქურა365121928:4927
სამტრედია36562533:7621

11 მარტი: ტორპედო – ჩიხურა, ლოკომოტივი – მერანი

12 მარტი: საბურთალო – დინამო, დილა – სამტრედია, ბათუმი – თელავი

მეგოლეები: ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი) – 4, გიორგი კორიფაძე (ჩიხურა) – 2