9 მარტიდან ინდიან-უელსში ტრადიციული სუპერტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპი იწყებოდა, მოგვიანებით კი საქმეში ძირითადი ბადეც ჩაეტთვებოდა.

უკვე ცნობილია, რომ ტურნირი (სულ მცირე) გადაიდო და საერთოდ შედგება თუ არა, უცნობია.

„ვწუხვართ, რომ ასე მოხდა, მაგრამ ჩვენთვის პირველ ადგილზე ჩოგბურთელების, მაყურებლების და პერსონალის ჯანმრთელობაა. ვცდილობთ, გამოვნახოთ საშუალება და ტურნირი სხვა თარიღისთვის გადავწიოთ. რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ,” – განაცხადა ტურნირის დირექტორმა ტომი ჰაასმა.