„მილანის“ექსდირექტორმა ზვონიმირ ბობანმა კლუბიდან გათავისუფლების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. „არ ვიცოდი, თუ ჩრდილოეთ კორეაში ვიმყოფებით. ჩემი ინტერვიუ იურიდიულად უზადო იყო. ის შედგა შიდა სიტუაციის შესახებ დასმული უამრავი კითხვის შემდეგ, რომლებიც უპასუხოდ დარჩა,“ – განაცხადა ბობანმა.

შეგახსენებთ, რომ 29 თებერვალს „გაძეტა დელო სპოტყისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ხორვატმა უკმაყოფილება გამოთქვა გენდირექტორ ივან გაზიდისის ქცევით, რომელიც ყველას ზურგს უკან აწარმოებდა მოლაპარაკებებს გერმანელ მწვრთნელ რალფ რანგნიკთან. ოფიციალურად ეს გახდა ბობანის გათავისუფლების საბაბი, თუმც ხორვატი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.