ლეო მესისა და ლუის სუარესს კარიერის საუკეთესო სეზონი რომ არ აქვთ, ისეც ნათელია.

„ბარსელონას“ ურუგვაელი ვარსკვლავი აგერ უკვე სამი თვეა ტრავმირებულია, არგენტინელს კი მთელი გუნდის ტვირთის ტარება მხოლოდ საკუთარი ზურგით უწევს.

ჰოდა, ვიდრე „ბარსელონას“ არც თუ საუკეთესო პერიოდი უდგას, მამების გახარებას შვილები ახერხებენ…

კატალონიელთა 8-წლამდელთა გუნდში ტიაგო მესი და ბენჟამინ სუარესი ხერარდ პიკეს უფროს ვაჟ მილანთან ერთად თამაშობენ. ამ „ბარსამ“ კი ადგილობრივი სკოლის გუნდს 9:2 აჯობა – ორი გოლი პატარა მესიმ გაიტანა, ერთი ბურთი ბენჟამინ სუარესმა შეაგდო და გოლიც მამის მსგავსად აღნიშნა სუარესისა და მესის ბიჭების 7 წლისანი არიან და თანატოლთა შორის პირველად ითამაშეს. რაც შეეხება ლეოს შუათანა ვაჟს, მატეო მამის მოქიშპეა და მეტოქის ფორმაში გამოწყობილი, სხვადახვა ოინებით არაერთხელ გვინახავს.

წილი
წინა სტატიარონალდინიოს ყალბი პასპორტი
შემდეგი სტატიაპარიზში, მგლებთან…
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...