ესპანეთში პირველობისთვის ბრძოლა ძალიან დაძაბულად მიმდინარეობს. ელ კლასიკომდე, პირველ ადგილზე „ბარსელონა“ თუ იყო, ახლა „რეალი“ გალიდერდა და, არ დაგვავიწყდეს, რომ გასათამაშებელი კიდევ 33 ქულაა. დარჩენილ დროში რა მოხდება, კაცმა არ იცის.
თანამედროვე ფეხბურთში ყველაფერს ითვლიან და ლა ლიგაშიც ყველაფერი დაიანგარიშეს. როგორც გაირკვა, კარისკენ დარტყმების მხრივ ესპანეთში პირველ ადგილზე „რეალია“ – საშუალოდ, მატჩში 16.15; მეორეზე „ვილიარეალი“ – 14.8; მესამეზე „სევილია“ – 13.5; მადრიდელთა მარადიული მტერი, „ბარსელონა“ კი მხოლოდ მეხუთეა – 12.73
მართალია, როდესაც საქმე ზუსტ დარტყმებზე მიდის, რაოდენობა იკლებს, მაგრამ „რეალი“ „ბარსასთან“ აქაც მცირე, მაგრამ მაინც უპირატესობას ფლობს – 6.31 – 6.15-ის წინააღმდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ სამეფო გუნდი მეტს ურტყამს, კატალონიელებმა უფრო მეტი გაიტანეს – „რეალის“ ანგარიშზე 26 თამაშში 48 გოლია, „ბარსამ“ კი 26 მატჩში მეტოქის კარი 62-ჯერ აიღო. ამის საპირწონედ, მადრიდელებმა 14 გოლით ნაკლები გაუშვეს,17 – 41-ის წინააღმდეგ.
ტრადიციულად, დაუძინებელი მტრები დანარჩენ გუნდებს მოწყდნენ და ჩემპიონობისთვის იბრძვიან…