წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში თბილისის „დინამომ“ „მარსელს“ უმასპინძლა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. რევაზ ჩომახიძის შეგრიდებმა მეტოქე 15:12 დაამარცხეს.
მატჩი თბილისში, ოლიმპიკის საწყლოოსნო კომპლექსში კორონა ვირუსის გავრცელების საშიშროების გამო, ქომაგთა გარეშე ჩატარდა.
თითქმის მთელი მატჩი ჩვენების უპირატესობით მიმდინარეობდა. „დინამო“ შესანიშნავად თამაშობდა. განსაკუთრებით ეს პირველ და მეორე მეოთხედზე ითქმის.
„დინამომ“ მხოლოდ ბოლო მეოთხედი დათმო, ამ პერიოდში ჩვენმა გუნდმა 1:5 წააგო, თუმც იქამდე საკმაო ფორა ჰქონდა მოპოვებული. ერთ-ერთი გამორჩეული იყო „დინამოს“ მეკარე ირაკლი რაზმაძე, რომელმაც არაერთი რთული ბურთი მოიგერია. სათქმელია, რომ შეხვედრის ბოლოს ირაკლიმ პენალტიც აიღო.
„დინამოს“ რიგებში გოლები ქავთარაძემ (3), იმნაიშვილმა, იელაჩამ (3), შუშიაშვილმა, რურუამ, მარაგველიძემ, ბარალდიმ (2) და ვაპენსკიმ (3) გაიტანეს.
მოკლედ, ქართულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ჩომახიძის შეგირდებს ამ წუთისთვის 3 ქულა აქვთ და მე-8 ადგილზე არიან. აქვე გეტყვით, რომ მომდევნო ტურში „დინამო“ 10 მარტს უნგრეთში, „ფერენცვაროშს“ ესტუმრება.