„კარგად გვესმის, რა ამბავიც იქნება თბილისში 26 მარტს. ყველა ბილეთი გაყიდულია. დიდი აჟიოტაჟია. ზედმეტი მღელვარება კი, რამაც შეიძლება ფეხბურთელებზე იმოქმედოს, ჩვენი ნაკრების მწვრთნელებმა მინიმუმამდე უნდა დაიყვანონ. ფსიქოლოგიური მუშაობაა საჭირო, რათა 55 000-იანმა სტადიონმა და მეტოქის მხარდაჭერამ ბელარუსის ნაკრები არ მოშალოს. რა თქმა უნდა, კავკასიაში თამაში რთულია და ეს ჯერ კიდევ საბჭოეთის დროს იგრძნობოდა. თბილისშიც, ბაქოშიც, ერევანშიც… ვიცით, რა მნიშვნელობის მატჩიც გველის. ორი გამარჯვება და ევროპის ჩემპიონატზე ხარ,“ – თქვა ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ ბაზანოვმა საქართველოსთან მოახლოებული უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ.
ბაზანოვმა ასევე დასძინა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ნაკრების თითოეული ფეხბურთელი პრემიას მიიღებს.
„წინა ფედერაციამ პრემიალურები დააწესა და არაფრის შეცვლას არ ვაპირებთ. ევროპაზე თუ გავალთ, ნაკრები უეფასგან გამოყოფილი თანხის (9,25 მილიონი ევრო) 80 პროცენტს მიიღებს“.
პრეზიდენტმა ასევე გამარჯვების შანსებზე თქვა:
„საქართველო ძლიერია, მათი ფეხბურთელები ევროპულ ქვეყნებში თამაშობენ. რუსულ პრემიერლიგაშიც არიან და ოსტატობა არ აკლიათ. თუმცა თამაში ისე უნდა ავაწყოთ, რომ მოვიგოთ და 100 კი არა, 120 პროცენტით უნდა დავიხარჯოთ. ტყუილუბრალოდ არ ამბობენ: წესრიგი ჩაგრავს კლასს.“
ამჯერად, იქნებ კლასმა აჯობოს წესრიგს?!