შესაძლოა, იან ტორპივით ან მაიკლ ფელპსივით პოპულარული ვერ არის, მაგრამ ჩინელი სუნ იანი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენია: ოლიმპიადების 3 ოქრო, 2 ვერცხლი და ბრინჯაო, 9 ოქრო მსოფლიო ჩემპიონატებზე და მსოფლიოს რეკორდი 1500 მეტრზე, 9 ოქრო აზიის თამაშებზე…

ერთხელ, 2014 წელს, ჩინელი დოპინგზე უკვე იყო გამოჭერილი, მაგრამ სამთვიანი დისკვალიფიკაციით გამოძვრა, რადგან აკრძალულ სიაში კონკრეტული ნივთიერება ერთი წლის შეტანილიც არ იყო. სამაგიეროდ, ჩემპიონმა სკანდალი მოუწყო 2018 წელს მასთან შინ მისულ დოპინგ-ოფიცრებს.

ჯერ სისხლის ანალიზი ჩააბარა, შარდის ანალიზი იუარა, დედის და მწვრთნელის მისვლის შემდეგ კი ანტისადოპინგო სააგენტოს წარმომადგენლებს ანალიზის კაფსულა წაართვა და ჩაქუჩით დაამტვრია. შედეგი? 8-წლიანი დისკვალიფიკაცია, რაც კარიერის დასრულებას ნიშნავს.

ეგაა იღონდ, რომ სასჯელის ათვლა 2020 წლის 28 თებერვლიდან იწყება, ანუ ყველა ტიტული ძალაში რჩება.

აღშფოთებას ვერ მალავს ფრანგი კამილ ლაკური, რომელიც მთელი ეს წლები ვერცხლის მედლებით კმაყოფილდებოდა: „ჩვენი სახეობა მძლეოსნობას ემსგავსება, სადაც ფინალურ გარბენში 2-3 მაინც დოპინგით გარბის. განა ძნელი იყო თაღლითის პოვნა, როცა ადამიანი წლებია, იასამნისფრად შარდავს?!”

 

წილი
წინა სტატიასუარესის გეგმები
შემდეგი სტატიასხვისი ფულით ცხოვრება
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".