შეუძლებელი იყო, მადრიდის „რეალის“ ბოსებს 19 წლის ნორვეგიელი ვუნდერკინდი სამიზნედ არ აერჩიათ. უფრო მეტიც: მისი ტრანსფერი ახლა სამეფო კლუბის ნომერ პირველი პრიორიტეტია. ფლორენტინო პერესი მზადაა, უარი თქვას პსჟ-დან კილიენ მბაპეს წაყვანაზე, ოღონდაც „დორტმუნდის“ ახალი ვარსკვლავი ერლინგ ჰოლანდი ჩაიგდოს ხელში.
შეგახსენებთ, რომ ჰოლანი ამ ზამთარს „დორტმუნდში“ ავსტრიული „ზალცბურგიდან“ გადავიდა. ტრანსფერის თანხამ 20 მილიონი ევრო შეადგინა. დებიუტანტმა პირველ 8 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და თუ სხვადასხვა სააგენტოებს ვენდობით, ახლა მისი ფასი 60 მილიონი ევროა. ჰოლანდის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 75 მილიონია ჩაწერილი.
დაგვეთანხმებით, ეს ის თანხა არაა, დონ ფლორენტინოს ჩანაფიქრზე ხელს რომ ააღებინებს.