ბრიტანული „ტელეგრაფის“ ინფორმაციით, „ჩელსის“ ხელმძღვანელობა მეტისმეტად უკმაყოფილოა ფრენკ ლემპარდის მუშაობით. ეს არცაა გასაკვირი. ლონდონელებმა ბოლო ექვსი შეხვედრიდან ერთადერთი მოიგეს და მეოთხე ადგილს კი ინარჩუნებენ, მაგრამ კონკურენტებს წამოწევის საშუალება მისცეს.
ლემპარდს მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის საგზური იხსნის. ყველა სხვა შემთხვევაში ზაფხულში ფრენკს კარისკენ მიუთითებენ. მის წინააღმდეგ ერთი ფაქტორიცაა: ლემპარდმა სათადარიგოთა სკამზე დასვა ფეხბურთის ისტორიაში უძვირესი (80 მლნ. ევრო) მეკარე კეპა. მწვრთნელის განრისხება „არსენალთან“ დერბიში ორი დარტყმიდან გაშვებულმა ორმა გოლმა გამოიწვია. თუ ლემპარდი პოსტს შეინარჩუნებს, ზაფხულში კეპას შემცვლელის ძებნა დაიწყება.