ძალოსანთა საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ლაშა ტალახაძე 2019 წლის საუკეთესო მამაკაც ძალოსნად დაასახელეს. გამოკითხვაში მონაწილეობა 50 514-მა ადამიანმა მიიღო, ქართველს მხარი 17 084-მა ქომაგმა დაუჭირა.
2019-ში 26 წლის ლაშამ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ასევე შეგახსენებთ, რომ ტალახაძე 2019 წლის საუკეთესო ქართველ სპორტსმენად იქნა დასახელებული.
აღსანიშნავია, რომ ტალახაძე წლის საუკეთესო მამაკაც ძალოსნად ზედიზედ მესამედ იქნა აღიარებული.