„დორტმუნდის“ ნორვეგიელი ახალწვეული ერლინგ ჰოლანდი ჩემპიონთა თასის ისტორიაში გახდა მეხუთე ფეხბურთელი, ვინც მისთვის სადებიუტო გათამაშებაში 10 გოლი გაიტანა.

ჰოლანდმა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჯერ „ზალცბურგისთვის“ გაიტანა 8 გოლი, ახლა კი „დორტმუნდთან“ ერთად ის ფლეი ოფის სტადიაზეა და წუხელ პსჟ-თან დუბლით გამოირჩა . გოლების გარდა ჩატარებულ 7 შეხვედრაში მის აქტივში ერთი საგოლე პასიც არის.

ჰოლანდამდე მსგავსი გააკეთეს: 1958 – 1959 წლების სეზონში ჟუსტ ფონტენმა, ფრანგული „რეიმსის“ ფორვარდმა; კლაუდიო სულსერომ, ვინც 1978-1979 წლებში „გრასჰოპერსის“ ღირსებას იცავდა; სადიო მანემ და რობერტო ფირმინომ ჩემპიონთა ლიგის წინისწინა გათამაშებისას…

19 წლის ერლინგ ჰოლანდი „დორტმუნდში“ „ზალცბურგიდან“ 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ იანვარში გადავიდა და კლუბში 2024 წლამდე დარჩება. იანვრიდან მოყოლებული მან ბუნდესლიგის 5 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა. აღსანიშნი ამბავია ისიც, რომ ნორვეგიელმა მოედანზე სულ 305 წუთი დაჰყო.