ფრანგული ეკიპის ცნობით დიეგო სიმეონე მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია. 49 წლის არგენტინელს მადრიდის „ატლეტიკო“ წელიწადში 43,6 მილიონ ევროს უხდის…
ეს თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე „სიტის“ თავკაც პეპ გვარდიოლას მონაგარი (23,4 მილიონი). შემდეგ მოდიან ლივერპულელი იურგენ კლოპი და „ტოტენჰემის“ თავკაცი ჟოზე მოურინიუ 17,5 მილიონით. მეხუთეზე „რეალის“ ზინედინ ზიდანია „სულ რაღაც“ 16,8 მილიონით.
ცოტა არ იყოს, უცნაურად მოჩანს, მაგრამ ეს ეკიპის ინფორმაციაა. და ეს თანხა მოცემულია გადასახადების გარეშე.