სიახლე ფიფასგან: 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის წილისყრა წლეულს 29 ნოემბერს გაიმართება. სად, ჯერ უცნობია. ევროპისთვის 13 ადგილია გამოყოფილი და ჩვენ უპირველესად სწორედ ევროპული ზონა გვაინტერესებს. ამ 13-ში სავარაუდოდ რუსები არ იქნებია…
ევროპის 55 ნაკრები 10 ჯგუფში გადანაწილდება (5 ხუთგუნდიანი და 5 ექვსგუნდიანი). პირველადგილოსნები პირდაპირ გავლენ მუნდიალზე. დანარჩენი სამი ადგილი კი, აი, როგორ გათამაშდება: 10 მეორადგილოსანს დაემატება  2020/2021 წლების სეზონის ერთა ლიგის 2 გამარჯვებული (ოღონდ ბუნებრივია, ის საუკეთესო 2, რომლებიც შესარჩევში პირველ–მეორე ადგილებზე ვერ გავლენ). ჯამში, გამოდის 12 ნაკრები. ისინი 6 წყვილს შექმნიან და შინ–სტუმრად შეხვდებიან ერთმანეთს, მერე 6 გამარჯვებული კიდევ 3 წყვილს შექმნის და იქ მოგებულები წავლენ ყატარში… მუნდიალის შესარჩევი გაისად მარტში დაიწყება. და კიდევ, არ დამტკიცებულა, მაგრამ დიდი ალბათობით კალათებში ნაკრებები გადანაწილდებიან წლევანდელი ფიფას ნოემბრის რეიტინგით. სადღეისოდ საქართველო ფიფას რეიტინგში 91–ე ადგილზეა და ევროპულ ნაკრებებს შორის 38–ე .პოზიციაზე. ჰოდა, დღეს რომ ტარდებოდეს წილისყრა, საქართველო მეოთხე კალათაში მოხვდებოდა.