დღე: თებერვალი 7, 2020

Home 2020 თებერვალი 07 (პარასკევი)
თითქმის ორმაგი 
ჩანაწერი

თითქმის ორმაგი 

ევროლიგის რეგულარულ გათამაშებაში, მადრიდის „რეალთან“ სტუმრად დრამატული დაპირისპირების და დასანანი მარცხის შემდეგ (69:70), „ბასკონიამ“ ხასიათი „ლიონ ვილერბანთან“ მოგებით გამოიკეთა. 23 იანვარს, რუსულ „ხიმკისთან“ გამარჯვების შემდეგ ვიტორიულმა საკალთბურთო კლუბმა მიჯრით ორი მატჩი წააგო და საპლეიოფო ზონას გვარიანად დაშორდა, თუმცა ფრანგულ გუნდთან წარმატებულმა თამაშმა „ბასკონიას“ საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრის შანსი დაუბრუნა. „სამწუხაროდ ბოლო დროს უიღბლობა დაგვჩემდა და...

მილიონები ლივერპულისთვის
ჩანაწერი

მილიონები ლივერპულისთვის

პრემიერლიგის ნანატრი ჩემპიონობისთვის ლივერპული 4 მილიონ გირვანქაზე მეტს მიიღებს… თანხა მთლიანად იმ ფეხბურთელებზე გადანაწილდება, რომლებიც ამ სეზონში თამაშობენ, ცხადია, პროცენტული შეფარდებით. ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებს დაახლოების 150 -150 ათასი გირვანქა შეხვდებათ. სოლიდურ თანხას მიიღებს გუნდის გერმანელი თავკაცი იურგენ კლოპიც, ვისი ბონუსიც ხსენებულ 4 მილიონში გათვალისწინებული არ არის. მართალია, ლივერპულს პირველობა ჯერ ოფიციალურად არ გაუნაღდებია, თუმც უახლოესი...

ევროპა 13
ჩანაწერი

ევროპა 13

სიახლე ფიფასგან: 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის წილისყრა წლეულს 29 ნოემბერს გაიმართება. სად, ჯერ უცნობია. ევროპისთვის 13 ადგილია გამოყოფილი და ჩვენ უპირველესად სწორედ ევროპული ზონა გვაინტერესებს. ამ 13-ში სავარაუდოდ რუსები არ იქნებია… ევროპის 55 ნაკრები 10 ჯგუფში გადანაწილდება (5 ხუთგუნდიანი და 5 ექვსგუნდიანი). პირველადგილოსნები პირდაპირ გავლენ მუნდიალზე. დანარჩენი სამი ადგილი კი, აი, როგორ გათამაშდება: 10 მეორადგილოსანს...