ვინ გავიდა პირველი საფეხბურთო მოედანზე შავი ფორმით? „მანჩესტერ იუნაიტედი.“

ეს 1992 წელს, პრემიერლიგის დაარსების შემდეგ მოხდა. მანამ გუნდებს შავ ფერზე ტაბუ ჰქონდათ, რათა მაყურებელს მსაჯები და ფეხბურთელები არ არეოდათ. ეს აკრძალვა 1888 წლიდან მოქმედებდა.

პრემიერლიგაში მსაჯებს უფლება მისცეს, შეერჩიათ საკუთარი უნიფორმის ფერი მეტოქე გუნდების ფორმიდან გამომდინარე.

მანკუნიანელთა შავი ფორმა პოპულარობის ზენიტში ლეგენდარულმა ერიკ კანტონამ აიყვანა. მის თავადურ ჰაბიტუსს შევეშვათ და სწორედ ამ ფორმაში იყო კანტონა 1995 წელს „კრისტალ პალასთან“ მატჩისას კუნგ-ფუს უცნობილესი ილეთის შესრულებისას…