11 წლის შემდეგ მოსკოვის „სპარტაკიდან“ აბარგებულმა ჯანო ანანიძემ კვიპროსს მიაშურა და კარიერას „ანართოზისში“ გააგრძელებს. საქართველოს ნაკრების 27 წლის ნახევარმცველმა თემურ ქეცბაიას გუნდთან კონტრაქტი უკვე გააფორმა, თუმც პირობები ჯერ არ გახმაურებულა. ჯანო „ანართოზისში“ თავს უცხოდ არ იგრძნობს, რადგანაც მწვრთნელის გარდა მას კუნძულზე ეროვნულ გუნდში პარტნიორები – გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკა კაჭარავა დახვდებიან.
შეგახსენებთ, ჯანო ანანიძე „სპარტაკში“ 2009 წელს გადავიდა. კლუბს ის ორჯერ ჰყავდა განათხოვრებული. ორჯერვე რუსულ კლუბებში, ჯერ „როსტოვში“, სადაც ქვეყნის თასის მფლობელი გახდა, შემდეგ – „კრიალიაში“. მოსკოვურ კლუბთან ერთად კი ჩვენიანი გახდა რუსეთის ჩემპიონი და მოიპოვა ქვეყნის სუპერთასი.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები10/07/2026 | 21:56სინერს ზვერევი დახვდა
სიახლეები08/07/2026 | 02:10ნოლე სინერზე გავიდა
სიახლეები05/07/2026 | 17:59OTP ბოლოზე
სიახლეები22/06/2026 | 22:56ბასილაშვილმა უიმბლდონი დატოვა
