დღეს, 18 საათზე, რიიჰიმიაკიში საქართველოს ხელბურთელ კაცთა ნაკრები ევრო 2022-ის შესარჩევი ფლეი-ოფის საპასუხო მატჩს გამართავს ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ. ხუთშაბათს, 16 იანვარს, თბილისის სპორტის სასახლეში პირველი მატჩი დამთავრდა 24:24.
იმ შემთხვევაში თუ მეორე შეხვედრაც ფრედ დასრულდება, გამარჯვებულად ჩაითვლება გუნდი, რომელმაც მეტოქის მოედანზე მეტი გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული გუნდი გადავა მთავარ შესარჩევ ეტაპზე, სადაც 32 უძლიერესი ნაკრები რვა ოთხგუნდიან ჯგუფად დაიყოფა. თითოეულ ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასულები და ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი მოხვდებიან ევრო 2022-ზე, სადაც ისინი დაემატებიან მასპინძლებს უნგრეთსა და სლოვაკეთს, პლუს ახლა მიმდინარე ევრო 2020-ის ფინალისტებს.
მთავარი შესარჩევი ეტაპი ჯერ ერთი, ფორმატის გამო, ევრო 2022-ზე მოხვედრის კარგ შანსს იძლევა, მეორე — საქართველოს ნაკრებს, რომელიც მეტწილად 17-25 წლის მოთამაშეებისგან შედგება უძლიერესებთან პრაქტიკის ჩინებულ საშუალებას მისცემს და მესამე — თბილისში ჩამოვლენ ევროპული ანუ მსოფლიო ხელბურთის საუკეთესო გუნდები.
დღეს, ფინეთში, „კოკს არეენაზე” იმსაჯებენ ავსტრიელები ფლორიან ჰოფერი და ანდრეას შმიდჰუბერი. დელეგატია ლიტველი ალგის მიკუჩიონისი.
თამაშის რეპორტაჟს იხილავთ ლინკზე: https://www.ehftv.com/int/livestream/finland-georgia/1865054