უეფამ 2019 წლის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელიც გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად გააკეთეს, თუმც ბოლო წუთს ერთი უცნაური რამ მოხდა, რის გამოც, ბრიტანელმა ჟურნალისტებმა ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ჩინოვნიკები კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოაქციეს.
საქმე ის არის, რომ კრიშტიანუ რონალდუმ ლიონელ მესიზე, სადიო მანეზე და რობერტ ლევანდოვსკიზე ნაკლები ხმები დააგროვა და წლის სიმბოლურში ვერ ხვდებოდა… უცებ კი  ტაქტიკური სქემა შეცვალეს, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დამკვიდრებული 4-3-3 გადააკეთეს და 4-2-4 დაადგინეს, შედეგად, „გუნდს“ ერთი ნახევარმცველი (ნგოლო კანტე) გამოაკლდა და ერთი შემტევი (კრიშტიანუ რონალდუ) დაემატა.
ამ ნაბიჯმა სერიოზული დაღი შეიძლება დაასვას ამ გამოკითხვის ნამდვილობას.
თავიდან, შემადგენლობა გასულ კვირას უნდა გამოეცხადებინათ, მაგრამ ერთი კვირით გადადეს. როგორც აღმოჩნდა, რონალდუს გამო.
კრიშტიანუს უეფას მაღალჩინოსნებზე დიდი გავლენა აქვს და შედეგმაც არ დააყოვნა. ოფიციალურად განაცხადეს: რონალდუ სიმბოლურში იმიტომ შევიყვანეთ, პორტუგალიის ნაკრებმა ერთა თასის პირველი გათამაშება რომ მოიგოო.
საბოლოოდ კი ნაკრებმა ასეთი სახე მიიღო

მეკარე: ალისონი 

მცველები: ალექსანდერ-არნოლდი, დე ლიხტი, ვან დეიკი, რობერტსონი

ნახევარმცველები: დე იონგი, დე ბრუინი 

თავდამსხმელები: მესი, მანე, ლევანდოვსკი, რონალდუ.