ჯორჯ ბედლოკი, ჯორჯ ბედლოკი თავის ოხრადდასარჩენ ტრ…ზე მოჯდა. ეს იყო საჩუქარი მო სალაჰისთვის. ჯორჯ ბედლოკი, ჯორჯ ბედლოკი…
ასეთია „ლივერპულის” გულშემატკივართა სიმღერა, რომელიც მათ წუხელ, „შეფილდ იუნაიტედთან” თამაშის მე-4 წუთზე შეთხზეს, როდესაც ანგარიში გაიხსნა. ეპიზოდის აღწერით თავს არ შეგაწყენთ, ის შეგიძლიათ ქვემოთ დართულ ვიდეოში ნახოთ.
მეორე გოლი 64-ე წუთზე სადიო მანემ შეაგდო.
ამრიგად, „ლივერპულმა” 2:0 გაიმარჯვა და ახლა უკვე 365 დღეა რაც არ დამარცხებულა. ამასთან, მერსისაიდელები ინგლისის ჩემპიონის ტიტულთან ასე ახლოს 1990 წლის შემდეგ არ ყოფილან.
და კიდევ, ჯორჯ ბედლოკის ფეხის დაცდენამ შესაძლოა „ლივერპულის” ლეგენდას, სტივენ ჯერარდს მოულბოს გული. გეხსომებათ, მისი ისტორიული უიღბლობა — ფეხის დაცდენა 2014 წელს, რომელიც „ლივერპულს” ჩემპიონის ტიტულად დაუჯდა. მაშინ, ჯერარდის გამო „ჩელსის” მოთამაშემ დემბა ბამ „წითლებს” გოლი გაუტანა. „ლურჯების” დაუნდობელი ფანები ამ ამბავს დღემდე მღერიან და აი, ამიერიდან მერსისაიდელებსაც ექნებათ ფეხის დაცდენაზე სიმღერის საშუალება, რაც ჯერარდის ბედს სავარაუდოდ შეამსუბუქებს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
