წლის ბოლოა და სპორტულთან ერთად ფინანსური შედეგებიც ჯამდება, დგება რეიტინგები და სახელდებიან გასული წლის გმირები…

გასაკვირი არავისთვის ყოფილა, რომ მსოფლიოში სპორტის ყველა სახეობას შორის ყველაზე მაღალი შემოსავალი ინგლისის საფეხბურთო პრემიერლიგას დაუფიქსირდა. ამის მიუხედავად, ყველაზე მაღალი ხელფასები კვლავაც NBA-ში არის – 7,8 მილიონი (ევროზე გადაანგარიშებით). მეორე, არც მეტი და არც ნაკლები, ინდოეთის კრიკეტის ლიგაა. იქ მოკრიკეტის საშუალო წლიური ხელფასი 5 მილიონი ევროა. მესამე ადგილს ამერიკულ ბეისბოლის ლიგაა საშუალო 3,8 მილიონით.

და სადაა ამ დროს ყველაზე მდიდარი ლიგა? ინგლისურ პრემიერლიგას მხოლოდ მეოთხე ადგილზეა და მცირედით ჩამორჩება ბეისბოლს – 3,7 მილიონი. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო წლებში ბეისბოლის პოპულარობა განუხრელად ეცემა, ინგლისელები მალე მესამე ადგილზე აინაცვლებენ.

მსოფლიოს ყველა სპორტულ კლუბს შორის საშუალო ხელფასით „ბარსელონა“ ლიდერობს – 10 მოლიონ ევროზე ცოტა მეტი. მეორე „რეალია“ 9 მილიონით, „იუვენტუსმა“ კი მეცხრედან მესამე ადგილზე აინაცვლა 8 მილიონით. ამის შემდეგ NBA-ის 6 კლუბი მოდის, ათეულს კი ფრანგული პსჟ ხურავს – 7 მილიონზე ოდნავ მეტი.

მაყურებელთა დასწრების მიხედვით საუკეთესო სამეული ასე გამოიყურება:

1. ამერიკული ფეხბურთის ლიგა
2. გერმანული ბუნდესლიგა
3. ინგლისური პრემიერლიგა

სამაგიეროდ, პოპულარობის რეიტინგში ფეხბურთი მთელ პლანეტაზე წინაა. ეს მონაცემი სოციალურ ქსელებში ხელმომწერთა რაოდენობით განისაზღვრება. ამ მხრივ ესლანურ ლა ლიგას და პრემიერლიგას ბადალი არ ჰყავს. კლუბებს შორის ყველაზე პოპულარილი „ბარსელონაა“, რომელიც ხელმომწერთა ოდენობით მარტო უტოლდება ამერიკული ბეისბოლის ლიგის ყველა კლუბის ჯამურ მაჩვენებელს.