2020 წლის ოლიმპიური თამაშების უმთავრესი არენა რვაგზის ოლიმპიური ჩემპიონის, იამაიკელი უსეინ ბოლტის მონაწილეობით და საკმაოდ მასშტაბური ღონისძიებით გაიხსნა.
სარბენ ბილიკებზე გასვლის საშუალება სიმბოლურად 2020 მონაწილეს მიეცა. მათ შორის ძირითადად იყვნენ იაპონელი ოლიმპიური და აზიის თამაშების ჩემპიონები და პრიზორები, ასევე სხვა ქვეყნებიდან მიწვეული პარალიმპიელი ათლეტები.
სარბენ ბილიკზე პირველი წარსდგა სტადიონის პროექტის დიზაინერი, იაპონელი არქიტექტორი კენგო კუმა.
ტიტულოვანმა უესინ ბოლტმა ესტაფეტაში მონაწილეობა მიიღო ოლიმპიელებთან და პარალიმპიელებთან. ვარსკვლავებს შორის იყო იაპონიის მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი მაიკლ ლეიჩი, ფეხბურთელი კაზუიოში მიურა.
განახლებულ სტადიონზე, რომელიც 2020 წელს უმასპინძლებს ოლიმპიური თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიალებს, ასევე მძლეოსანთა და ფეხბურთელთა ტურნირს,  პირველი სახალხო სპორტული ღონისძიება გაიმართება 1 იანვარს, როდესაც იქ ფეხბურთში იმპერატორის თასი გათამაშდება.

 

წილი
წინა სტატიაკანფეტებს თავი მოაბეს 
შემდეგი სტატიათავისუფლება ფედეს…
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.