„ევერტონს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს.
„კანფეტებს“ მრავლისმნახველი იტალიელი კარლო ანჩელოტი უთავკაცებს. 60 წლის სპეციალისტი უკვე შეხვდა ჟურნალისტებს და „გუდისონ პარკზე“ ოფიციალურად წარადგინა.
ახალმა მწვრთნელმა 4.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და წელიწადში დაახლოებით 11.5 მილიონ გირვანქას მიიღებს.
„მილანის“, „იუვენტუსის“, „ჩელსის“, პსჟ-ს, მადრიდის „რეალის“ და „ბაიერნის“ ყოფილი მწვრთნელის ბოლო გუნდი “ნაპოლი” იყო, საიდანაც ის რამდენიმე დღის წინ დაითხოვეს.