გიორგი მერებაშვილი პლოცკის „ვისლას“ ისტორიაში შევიდა. ქართველი შემტევი კლუბის საუკეთესო ლეგიონერია.
ამ შედეგს 33 წლის ფეხბურთელმა მაშინ მიაღწია, როცა მოქმედ ჩემპიონ გილვიცეს „პიასტს“ დუბლი შეუსრულა. მე-17 და 57-ე წუთზე გატანილი გოლებით მერებაშვილმა თავის გუნდს 2019 წლის ბოლო შეხვედრა მოაგებინა.
„პიასტსთან“ გოლები ქართველი ფეხბურთელისთვის მიმდინარე სეზონში გატანილი მესამე და მეოთხე იყო, ამ შედეგით ის თანაგუნდელ დომინიკ ფურმანთან ერთად გუნდის საუკეთესო ბომბარდირიც გახლავთ.
მერებაშვილი პოლონურ კლუბში 2016 წლიდან ირჯება. ჰოდა, სწორედ იქიდან მოყოლებული 21 გოლით შეიქნა ის „ვილას“ ისტორიაში ყველაზე მეტის გამტანი უცხოელი ფეხბურთელი.
პლოცკელებს ახლა 30 ქულა აქვთ და მერვე ადგილს იყოფს. მომდევნო მატჩი გუნდს უკვე 2020 წლის 9 იანვარს, „პოგონთან“ ელის.