ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მატჩი „ალბასეტესა“ და „რაიო ვალეკანოს“ შორის ჩაიაშალა. მიზეზი „ალბასეტეს“ უკრაინელი ფეხბურთელი რომან ზოზულია გახდა.
ესპანელი ანტიფაშისტები თვლიან, რომ ზოზული სამშობლოში ულტრანაციონალისტებთან არის კავშირში. მატჩის დროს ფეხბურთელის მისამართით სკანდირება არ წყდებოდა. პირველი ტაიმის შემდეგ, შესვენესას, ფეხბურთელმა თამაშის გაგრძელებაზე უარი თქვა, რის მერეც მსაჯმა მატჩის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.