პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე სერფინგისტთა ტურნირი, შესაძლოა, საფრანგეთის დედაქალაქიდან 15 700 კილომეტრის დაშორებით საფრანგეთის პოლინეზიაში, კუნძულ ტაიტიზე გაიმართოს.
სერფინგისტთა ოლიმპიური ტურნირის მასპინძლობის სურვილი აქვს ასევე ქალაქ ბიარიცს, პუანტ დე ლა ტორშის კონცხს, ლანდის დეპარტამენტს და ლაკანოს.
მიუხედავად იმისა, რომ ტაიტი ევროპიდან შორსაა, მას როგორც სერფინგისტთა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დანიშნულების ადგილს, მაინც ფავორიტად მიიჩნევენ უმასპინძლოს მსოფლიოს რჩეულ სერფინგისტებს.
„სერფინგში შეჯიბრების ჩასატარებელი ადგილის შერჩევისას ვითვალისწინებთ მსგავს ასპარეზობათა ორგანიზების გამოცდილებას, ამინდს, წყლის ხარისხს და ათლეტთა და მაყურებელთა დაბინავებაში მასპინძელი ქალაქის შესაძლებლობებს,” – აღნიშნულია პარიზი 2024-ის საორგანიზაციო კომიტეტის განცხადებაში.
ცოტა ხნით ადრე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა  თომას ბახმა განაცხადა, რომ უპირატესობას ანიჭებს ასპარეზობების ოლიმპიური თამაშების დედაქალაქის სიახლოვეს ჩატარებას.
ახლა საბოლოო გადაწყვეტილება პარიზი 2024-ის საორგანიზაციო კომიტეტს აქვს მისაღები.
IOC-ის აღმასრულებელი დირექტორის კრისტოფ დუბის განმარტებით, ტაიტიში სერფინგისტთა ოლიმპიური ტურნირის ჩატარებაში წინაღობებს ვერ ხედავს.