ამერიკელი ფეხბურთელი ქალი მეგან რაპინო პოპოულარულმა Sports Illustrated-მა წლის ადამიანად დაასახელა.
რაპინო, რომელიც 2015 და 2019 წლებში აშშ ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა, 2012-ში კი ოლიმპიური თამაშები მოიგო, ჟურნალის 66-წლიან ისტორიაში არის მეოთხე ქალი, ვისაც ამგვარი პატივი ერგო.
სხვადასხვა ტიტულებთან ერთად ამერიკის ნაკრების კაპიტანმა მეგან რაპინომ მიიღო ოქროს ბურთი, ფიფას გამოკითხვით კი საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ამერიკელი ფეხბურთელი დონალდ ტრამპის მწვავე ოპოზიციონერია და დღე არ გავა მისი საწინააღმდეგო სიტყვა არ თქვას. რაპინო ტრამპს არც თეთრ სახლში, მსოფლიო ჩემპიონობის აღმნიშვნელ ღონისძიებაზე ესტუმრა.
შარშან, Sports Illustrated-ის ლაურეატი საკალათბურთო კლუბი გოლდენ სტეიტი გახდა.