დღე: დეკემბერი 6, 2019

Home 2019 დეკემბერი 06 (პარასკევი)
სიხარულისა და ცრემლის ტური კუმამოტოს პროვინციაში
ჩანაწერი

სიხარულისა და ცრემლის ტური კუმამოტოს პროვინციაში

დღეს, იაპონიაში, კუმამოტოს პრეფექტურის ჯიმნაზიუმში, ტიტულისთვის ბრძოლას მსოფლიოს  აწ უკვე ყოფილი ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები გამოკლდა. შეგახსენებთ, რომ ფრანგები ევროპის ჩემპიონებიც არიან, მაგრამ ვაგლახ, მრისხანე ტიტულებმა საქმეს ვერ უშველა. ფრანგები B ჯგუფში გამოდიოდნენ, სადაც ბედმა თავიდანვე ბოროტად იხუმრა და ექვსი გუნდიდან ხუთი ყოფილი ჩემპიონი შეჰყარა. მე-5 ტურში საფრანგეთმა 18:20 წააგო დანიასთან და ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა....

საბერძნეთი და დევნილები
ჩანაწერი

საბერძნეთი და დევნილები

ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) შტაბ-ბინაში მიმდინარე  აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე მონაწილე ქვეყანათა აღლუმის წესები შეცვალეს. „ათლეტთა აღლუმის თანმიმდევრობაში ცვლილებები შედის. ახალი წესები პირველად ამოქმედდება ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე. სიახლე ის იქნება, რომ მომდევნო სამი ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქვეყნის გუნდები ბოლოს გამოვლენ. კერძოდ, აღლუმს დაასრულებენ აშშ-ის (ლოს ანჯელესი 2028), საფრანგეთის (პარიზი...

იოზილის განრისხება
ჩანაწერი

იოზილის განრისხება

არა და არ დაადგა საშველი „არსენალის” კრიზისს. გუშინ, „ემირეით სთედიუმზე” „მეთოფეებმა” „ბრაიტონთან” წააგეს 1:2 და ეს გერმანელი ვეტერანისთვის, მესუთ იოზილისთვის, ბოლო წვეთი აღმოჩნდა. ყველაზე მძაფრად მან გამოხატა თავისი სიბრაზე. ამ თამაშამდე „არსენალს” ზედიზედ რვა შეხვედრა არ ჰოქონდა მოგებული. „ბრაიტონმა” კი, როგორც გითხარით, ჩრდილოლონდონელებს მორიგი წარუმატებლობის დღე გაუთენა. ანგარიში ბრაიტონელმა ადამ ვებსტერმა გახსნა, რასაც არგენტინელმა „მეთოფემ”...