ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა საქართველოს ხელბურთელთა ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩები. ქვეყნის ჩემპიონმა და თასის მფლობელმა, ბათუმის BSB-მ პირველ დღეს დაამარცხა „გორი” (52:30), მეორე დღეს კი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი „პეგასი” – 40:35.  ლიდერმა, „ქუთაისმა” ჯერ მოუგო „პეგასს” 40:35, შემდეგ კი „გორს” – 62:42.

წლის ბოლომდე სათამაშოა კიდევ ორი ტური. პირველი წრე გაგრძელდება 10-11 დეკემბერს თბილისში და დასრულდება 17-18 დეკემბერს ქუთაისში. 10 ქულით ლიდერობს „ქუთაისი”, მეორეზეa BSB 8 ქულით, 6 ქულა აქვთ „სტუ-იმედს”, „პეგასსა” და „სამტრედიას”. „იმედი” დარჩენილ ორ მატჩში „ქუთაისსა” და BSB-ს ხვდება, ხოლო „სამტრედია” და „პეგასი” 10 დეკემბერს ითამაშებენ ერთმანეთში.