დღეს, იაპონიაში, კუმამოტოს „აკვა დოუმში”, გაიმართა ხელბურთელ ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის A ჯგუფის თეორიულად უმნიშვნელოვანესი მატჩი თანაბარქულიან სერბეთსა და ჰოლანდიას შორის. მიმდინარე ჩემპიონატში, ერთმანეთთან შეხვედრამდე, ორივემ ერთხელ წააგო და ორჯერ გაიმარჯვა, მაგრამ… სერბეთმა აშკარად სხვა გეგმა არჩია: ჰოლანდიელებთან შეხვედრაში ძალა დაზოგა და ხვალ სლოვენიას გაუმართავს სამკვდრო-საციცოცხლო ბრძოლას.
შეხვედრა დასრულდა 23:36 ჰოლანდიის ნაკრების გამარჯვებით, რომელსაც ხვალ არც მეტი-არც ნაკლები ნორვეგიასთან ელის დიდი ბრძოლა.
საყურადღებო განმარტება: არ აქვს მნიშვნელობა გაინაღდა თუ არა ამა თუ იმ გუნდმა მეორე ჯგუფურ ეტაპზე თამაში. პირველი ეტაპის ყოველი ჯგუფიდან გასულ სამ გუნდს, ერთმანეთთან მოპოვებული ქულები მეორე ეტაპზე მიჰყვება. ამიტომაც ენიჭება ბევრ თამაშს, მათ რიცხვში ჰოლანდია-ნორვეგიას, დამატებითი მნიშვნელობა. მაგალითად, როდესაც მეორე (მთავარი) ეტაპის I ჯგუფში პირველი ეტაპის A და B ჯგუფების პირველ სამ ადგილზე გასული გუნდები შეიკრიბებიან, მათ თავიანთ თანაჯგუფელებთან ნათამაშები ქულები გადაჰყვებათ და მხოლოდ მეორე ჯგუფის გუნდებთანღა მოუწევთ თამაში.
იგივე მოხდება II მთავარ ჯგუფში, სადაც C და D ჯგუფების ზედა სამეულები შეგროვდებიან.
IV ტურის შედეგები:
A ჯგუფი: კუბა-სლოვენია 26:39; სერბეთი-ჰოლანდია 23:36, ნორვეგია-ანგოლა 30:24.
ნორვეგია — 8; ჰოლანდია — 6; სერბეთი —4; სლოვენია —4; ანგოლა — 2; კუბა — 0.
D ჯგუფი: კონგო-ჩინეთი 25:24; იაპონია-რუსეთი 23:33; შვედეთი-არგენტინა 30:23.
რუსეთი — 8; შვედეთი — 8; იაპონია — 4; არგენტინა — 2; კონგო —2; ჩინეთი —0.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
