ხელბურთელ ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე ტურის მთავარ შეხვედრად B ჯგუფის მატჩი იყო მიჩნეული: კუმამოტოს პრეფექტურის ჯიმნაზიუმში ერთმანეთს პირველ ორ ტურში დაუმარცხებელი დანია და გერმანია დაუპირისპირდნენ. მესამე ტურისთვის ამ ჯგუფში დაუმარცხებელი იყო კიდევ ერთი ნაკრები — სამხრეთ კორეა, რომელსაც დანიასთან ფრე ჰქონდა ნათამაშები.
საინტერესო ფაქტი: გერმანელები დანიას ბოლო 19 წლის განმავლობაში ვერ უგებდნენ, ასე რომ შეხვედრა მხოლოდ მიმდინარე ჩემპიონატის თვალსაზრისით კი არა, პრესტიჟისთვისაც მნიშვნელოვანი გახდათ. გერმანიის ნაკრების გასახარად დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვება მათ დარჩათ — 26:25.
ამრიგად, გერმანიას მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე თამაში უკვე გარანტირებული აქვს.
კორეამ 33:27 მოუგო ბრაზილიას და კვლავ წაუგებლად მიდის, თუმცა გერმანელბს ერთი ქულით ჩამორჩება.
დაძაბულობით თუ ვიმსჯელებთ, ზემოხსენებულ შეხვედრას არაფრით ჩამოუვარდებოდა A ჯგუფის მატჩი ნორვეგიასა და სერბეთს შორის. სკანდინავიელებმა მოიგეს 28:25. ეს მათთვის ზედიზედ მესამე გამარჯვება იყო, სებრებმა კი პირველი მარცხი იწვნიეს.
A ჯგუფი: ჰოლანდია – კუბა 51:23; სლოვენია – ანგოლა 24:33; ნორვეგია – სერბეთი 28:25.
ნორვეგია — 6 (ქულა); ჰოლანდია — 4; სერბეთი — 4; ანგოლა — 2; სლოვენია — 2; კუბა — 0.
B ჯგუფი: კორეა – ბრაზილია 33:27; საფრანგეთი – ავსტრალია 46:7; დანია – გერმანია 25:26.
გერმანია — 6; კორეა — 5; საფრანგეთი — 3; დანია — 3; ბრაზილია — 1; ავსტრალია — 0′
C ჯგუფი: უნგრეთი – მონტენეგრო 24:25; ესპანეთი – სენეგალი 29:20; რუმინეთი – ყაზახეთი 22:20.
ესპანეთი — 6; მონტენეგრო — 6; რუმინეთი —4; უნგრეთი — 2; სენეგალი —0; ყაზახეთი — 0.
D ჯგუფი: რუსეთი – კონგო 34:13; ჩინეთი – არგენტია 28:34; შვედეთი – იაპონია 34:26.
რუსეთი — 6; შვედეთი — 6; იაპონია —4; არგენტინა — 2; ჩინეთი —0; კონგო — 0.