სულ რაღაც 4 წლის წინ, „ცხინვალი“ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოდიოდა და რუმინულ „ბოტოშანს“ სტუმრად ფრეც გაუგორა, ახლა კი საქართველოს რანგით მესამე ლიგაში დაქვეითდა.
ეროვნული ლიგა 2-ის ბოლო ტურამდე, „ცხინვალს“ ადგილის შენარჩუნების და ფლეი ოფში თამაშის შანსი შერჩენოდა, თუმც „გაგრასთან“ უხვგოლიან დაპირისპირებაში 2:5 დამარცხდა, ფოთის „კოლხეთს“ ჩამორჩა და ლიგა 3-ში დაქვეითდა.
პირველობა კი 3 ტურით ადრე თბილისის „მერანმა“ გაინაღდა და მას მერე მიჯრით სამ შეხვედრაში ქულაც აღარ მოუპოვებია. ცნობილია ისიც, რომ უმაღლესი ლიგის საგზურისთვის „რუსთავსა“ და „სიონს“„სამტრედია“ და „თელავი“ გაეჯიბრებიან, ფლეი-აუტში კი „კოლხეთი“ და „გურია“ ითამაშებენ.